Fly Compensation

© 2024 Fly Compensation.
 

Შემეხმიანე

 

info@flycompensation.ge
+995 579 76 06 69

Გაიგე მეტი

Follow Us

 

    1. ხელშეკრულების საგანი, სერვისები
      1.1 წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობას შპს „ფლაი ქომფენსეიშენ“-ს (შემდგომში „კომპანია“) და მგზავრს (შემდგომში „მგზავრი“) შორის. წინამდებარე წესების და პირობების გაცნობის და თანხმობის საფუძველზე, მხარეები ადასტურებენ ქვემოთ მოცემულ პირობებს:
      1.2 მგზავრი, მინდობილობის საფუძველზე ანიჭებს სრულ და ექსკლუზიურ უფლებამოსილებას კომპანიას, რომ მგზავრის სახელით, მგზავრის მომსახურე ავიახაზებისგან (შემდგომში „ავიახაზები“) მოითხოვოს საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობით დადგენილი კომპენსაცია და კანონით დადგენილი სხვა უფლებების აღდგენა, რაც გამოიხატება მგზავრის უფლებების დაცვით სასამართლოში და სხვა კერძო თუ ადმინისტრაციულ ორგანოებში.
      1.3 მგზავრი ვალდებულია, მომსახურების მიღების მიზნით შეავსოს კომპანიის ვებ-გვერდზე flycompensation.ge არსებული კითხვარი (შემდგომში „შეკვეთის ფორმა“), სადაც დეტალურად და ზუსტად უნდა მიუთითოს მოთხოვნილი ინფორმაცია. ისეთი მონაცემების შეცვლის შემთხვევაში როგორიცაა მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტის მისამართი, მგზავრი ვალდებულია დაუყონებლივ აცნობოს კომპანიას აღნიშნულის შესახებ. შეკვეთის ფორმის გამოგზავნის ღილაკზე თითის დაჭერით მგზავრი აღიარებს და ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულებას.
      1.4 წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის, კომპანია უფლებამოსილია შეაგროვოს, მიიღოს, გამოიყენოს, გადასცეს ან სხვაგვარად დაამუშავოს მგზავრის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული პერსონალური ინფორმაცია. მგზავრის მიერ კომპანიისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაციის გამოყენება მოხდება მხოლოდ მომსახურების გაწევის მიზნით. წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობის შემთხვევაში მგზავრი კომპანიას აძლევს უფლებას გამოიყენოს პერსონალური ინფორმაცია ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესით;

    1. მომსახურების საფასური
      2.1 მომსახურების სანაცვლოდ, მგზავრი უხდის კომპანიას გაწეული მომსახურების საფასურს. კომპანიის მომსახურების საფასურს წარმოადგენს ავიაკომპანიის მიერ ანაზღაურებული/ჩარიცხული თანხის 35%, რომელსაც კომპანია დააკავებს ავიაკომპანიის მიერ თანხის გადმორიცხვისთანავე. აქვე, მხარეები თანხმდებიან, რომ თუ კომპენსაციის შესახებ მოთხოვნით კომპანია მიმართავს სასამართლოს, მაშინ კომპანიის მომსახურების საფასური გაიზრდება და იქნება ავიაკომპანიის მიერ ანაზღაურებული/ჩარიცხული თანხის 50%.
      2.2 მხარეები აღიარებენ, რომ თუ კომპანიის მცდელობა აღმოჩნდა უშედეგო და მგზავრმა ვერ მიიღო კომპენსაცია, მაშინ მგზავრი გათავისუფლებულია ყოველგვარი საფასურის გადახდის ვალდებულებისგან;
      2.3 მხარეები თანხმდებიან, რომ კომპანია მგზავრს ვერ მისცემს საქმის წარმატებულად დასრულების გარანტიას, თუმცა მაქსიმალურად ეცდება დაიცვას მგზავრის ინტერესები, ხოლო კომპანია მომსახურების საფასურს მიიღებს მხოლოდ საქმის წარმატებულად დასრულების შემთხვევაში;
      2.4 მგზავრი აცხადებს თანხმობას და უფლებამოსილებას ანიჭებს კომპანიას, რომ ავიაკომპანიის მიერ გადახდილი კომპენსაცია ჩაირიცხოს პირდაპირ კომპანიის საბანკო ანგარიშზე. კომპანია ვალდებულია კომპენსაცია, მომსახურების საფასურის გამოკლებით (რაც მოიცავს და ითვალისწინებს ასევე დამატებით ხარჯებს, რომელიც გაწერილია წინამდებარე დოკუმენტში ასეთის არსებობის შემთხვევაში), გონივრულ ვადაში გადარიცხოს მგზავრის საბანკო ანგარიშზე. წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვას კომპანია განახორციელებს ეროვნულ ვალუტაში, გადარიცხვის დროს კომპანიის მომსახურე ბანკის მიერ დადგენილი კურსით.
      2.5 თუ ავიახაზებმა განახორციელა კომპენსაციის თანხის პირდაპირ მგზავრის ანგარიშზე ჩარიცხვა, მგზავრი ვალდებულია 3 (სამი) საბანკო დღის ვადაში უნაღდო ანგარისშწორების გზით გადაუხადოს კომპანიას ზემოაღნიშნული მომსახურების საფასური მგზავრის მიერ მოცემულ ვადაში მომსახურების თანხის არ გადახდის შემთხვევაში, მგზავრს ეკისრება ვალდებულება დამატებით გადაუხადოს პირგასამტეხლოს სახით კომპანიას გადასახდელი თანხის 3%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
      2.6 მხარეები თანხმდებიან, რომ კომპანია პასუხს არ აგებს კურსთა შორის სხვაობის შემთხვევაში, ასევე კომპენსაციის მიღების შემთხვევაში ნებისმიერი ტრანზაქციის საკომისიოს დაფარავს მგზავრი.

    1. პერსონალური მონაცემები
      3.1 კომპანია უფლებამოსილია მგზავრა მოსთხოვოს პერსონალურ ინფორმაციის გამჟღავნება რაც აუცილებელია მგზავრის იდენტიფიკაციისთვის. ასეთი ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს მათ შორის (თუმცა არა მხოლოდ):

 

    • ელექტრონული ფოსტის მისამართი;

    • სახელი და გვარი;

    • ტელეფონის ნომერი;

    • მისამართი, ქვეყანა, რეგიონი, საფოსტო კოდი, ქალაქი;

    • ქუქი ფაილები და სერვისით სარგებლობის მონაცემები.
      3.2 მგზავრი წინასწარ აცხადებს თანხმობას, რომ მის მიერ შეკვეთის ფორმაში მითითებული პერსონალური მონაცემები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემდეგი მიზნებისთვის:
      3.2.1 მგზავრის იდენტიფიცირებისთვის;
      3.2.2 მგზავრის კითხვის, საჩივრის, მოთხოვნის ან რეკომენდაციის საპასუხოდ ან დასამუშავებლად;
      3.2.3 გადახდების წარმოებისთვის;
      3.2.4 კომპანიის სერვისების, მარკეტინგული ღონისძიებების, ინიციატივების ან სხვა პრომო აქციების შესახებ მარკეტინგული ინფორმაციის მოსაწოდებლად;
      3.3. მგზავრი წინასწარ აცხადებს თანხმობას, რომ შეკვეთის ფორმაში მითითებული პერსონალური მონაცემები შესაძლოა მომსახურების გაწევის მიზნებისთვის გადაეგზავნოს კომპანიის მიერ მესამე პირებს, მათ შორის კომპანიის სერვის პროვაიდერებს, სასამართლო, სამთავრობო და მარეგულირებელ ორგანოებს (როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ).
      3.4 მგზავრი ვალდებულია კომპანიას მოთხოვნისთანავე მიაწოდოს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის ჩასხდომის ბარათი, რეისის შესახებ ინფორმაცია, ავიაკომპანიასთან მიმოწერა. მგზარი იღებს პასუხისმგბელობას მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტესა და სისრულეზე;

 

    1. ხელშეკრულების მოქმედება და შეწყვეტა
      4.1 კომპანია მგზავრის სახელით მოქმდებას იწყებს შეკვეთის ფორმის მიღების/დამუსავების და შესაბამის მინდობილობის ფორმაზე ხელმოწერის შემდგომ. კომპანია მგზავრს მინდობილობის ფორმას მიაწოდებს მგზავრის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე;
      4.2 წინამდებარე ხელშეკრულება ავტომატურად შეწყდება მგზავრის მიერ შესაბამისი კომპენსაციის მიღების შემდგომ, ასევე კომპანია უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ მიიჩნევს რომ მგზავრის პრეტენზიას დაკმაყოფილების პერსპექტივა არ გააჩნია, აღნიშნულის შესახებ კომპანია წერილობით აცნობებს მგზავრს.
      4.3 კომპანია უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ მგზავრი უხეშად არღვევს ხელშეკრულების პირობებს, წარუდგენს კომპანიას არასრულ ან არაზუსტ ინფორმაციას. ამასთან, თუ კომპანიამ გასწია ხარჯები წინამდებარე მომსახურებისთვის, მგზავრი ვალდებულია აანაზღაუროს წინამდებარე ხარჯები, როგორც კომპანიისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი.
      4.4 მგზავრი უფლებამოსილია უარი თქვას მომსახურებაზე ნებისმიერ დროს და წერილობით აცნობოს კომპანიას აღნიშნულის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კომპანიამ უკვე დაიწყო მომსახურების განხორციელება (მიმართა ავიაკომპანიას) და გასწია ხარჯი მომსახურების განხორციელებისთვის, ასეთ შემთხვევაში დამკვეთს დაეკისრება წინამდებარე ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება.
      4.5 მგზავრი აცხადებს, რომ შეკვეთის ფორმის შევსების შემდგომ დამოუკიდებლად არ აწარმოებს მოლაპარაკებას ავიაკომპანიასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და დააკისროს მგზავრს ზიანის სახით გაწეული ხარჯების ანაზღაურება;

    1. დასკვნითი დებულებები
      5.1 კომპანია უფლებამოსილია პერიოდულად განაახლოს აღნიშნული პირობები ცალმხრივად, თუმცა უკვე გაფორმებულ გარიგებებზე იმოქმედებს გარიგების დადების მომენტში არსებული წესები და პირობები;
      5.2 აღნიშნულ წესებზე და პირობებზე თანხმობის გაცხადებით მგზავრი ადასტურებს, რომ სრულად გაეცნო სტანდარტულ პირობებს, მისთვის კონკრეტული პირობა არ არის გაუგებარი ან/და ბუნდოვანი და ეთანხმება ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებას.
      5.3 ნებისმიერი დავა, რომელიც გამომდინარეობს წინამდებარე ხელშეკრულებიდან უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით. მოლაპარაკების შეუძლებლობის შემთხვევაში დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო;
      5.4 ნებისმიერი დანართი, რომელიც ერთვის წინამდებარე წესებს და პირობებს, წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს და განიხილება ხელშეკრულებასთან ერთად;

ვადასტურებ, რომ გავეცანი და ვეთანხმები წინამდებარე ვებ-გვერდის გამოყენების წესებსა და პირობებს, წინამდებარე განაცხადის შევსების მომენტში არ მაქვს მიმართული კომპანსაციის მოთხოვნით თავად ავიაკომპანიისთვის ან სხვა კომპანსაციის მოთხოვნის უფლებამოსილი კომპანიისთვის.