
რეისის გაუქმება: მგზავრის უფლებები კომპენსაციაზე, ვაუჩერზე, ბილეთის თანხის დაბრუნებაზე.
თუ შენი რეისი გაუქმდა ავიაკომპანიის მიერ, წინასწარი შეტყობინების გარეშე, შეიძლება გეკუთვნოდეს კომპენსაცია. მგზავრს უფლება აქვს მოითხოვოს, თანხის დაბრუნება, ვაუჩერი ან ალტერნატიული რეისი. კომპენსაციის რაოდენობა დამოკიდებულია საწყის და საბოლოო აეროპორტებს შორის მანძილზე:
მანძილი 1500 კმ-მდე – 250 ევრო
მანძილი 1500კმ-3500კმ-მდე – 400 ევრო
მანძილი 3500კმ-ს ზემოთ – 600 ევრო.
ბილეთის თანხის მოთხოვნის უფლება
რა თქმა უნდა რეისის გაუქმების დროს, მგზავრს უფლება აქვს მოითხოვოს ბილეთის თანხის სრულად დაბრუნება (refund). ალტერნატივა არის ის, რომ ავიაკომპანიას მოსთხოვოთ ბილეთის გადაცვლა, ან სხვა ტრანსპორტით დანიშნულების ადგილზე ჩაყვანა. ავიაკომპანიამ შეიძლება მგზავრს შესთავაზოს ვაუჩერი, რომელსაც გამოიყენებს მომავალში. მგზავრმა უნდა გადაწყვიტოს მისთვის ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი არსებულ სიტუაციაში.
ავიაკომპანია ვალდებულია იზრუნოს მგზავრზე
ევროკავშირის EC 261/2004 რეგულაციის თანახმად, ავიაკომპანიები ვალდებულები არიან იზრუნონ აეროპორტში შეფერხებულ მგზავრებზე. მაგ, თუ თქვენი რეისი გაუქმდა და ავიაკომპანიამ ალტერნატიული რეისი შემოგთავაზათ შემდეგ დღეს, ასევე კომპანიამ უნდა იზრუნოს მგზავრის განთავსებაზე, კვების ვაუჩერზე და ტრანსფერზე აეროპორტიდან განთავსების ადგილამდე და პირიქით.
თუ თქვენი ხარჯებით მოგიწიათ ამ ყველაფრის დაფარვა, მგზავრს უფლება აქვს ავიაკომპანიას მიმართოს ხარჯების ანაზღაურებისთვის. ამისათვის საჭიროა შეინახოთ ყველა ქვითარი ან ჩექი, რის საფუძველზეც ავიაკომპანიისგან მოითხოვთ ხარჯების ანაზღაურებას. რა თქმა უნდა, ხარჯები უნდა იყოს გონივრულობის ფარგლებში.
რა შემთხვევაში არ ეკუთვნის მგზავრს კომპენსაცია რეისის გაუქმების დროს?
რა საკვირველია, რეგულაციები იცავს როგორც მგზავრის ასევე ავიაკომპანიების უფლებებს.
არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, როდესაც ავიაკომანია არ არის ვალდებული გადაიხადოს კომპენსაცია გაუქმებულ რეისზე. მაგ;
- ამინდი, რაც ავიაკომპანიის ბრალეულობა ნამდვილად არ არის. თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც მაგ; თქვენი რეისი გაუქმდა ამინდის გამო, მაგრამ სხვა ავიაკომპანიები ახორციელებენ რეისებს იგივე მეტეო პირობებში, ამ დროს შეიძლება თქვენს ავიაკომპანიას დაეკისროს ვალდებულება კომპენსაციის გადახდაზე.
- ავიაკომპანიამ შეგატყობინათ რეისის გაუქმების შესახებ მინიმუმ 14 დღით ადრე, თუმცა ბილეთის თანხის დაბრუნების უფლება გაქვთ.
- პოლიტიკური არასტაბილურობა
- აეროპორტის თანამშრომლების გაფიცვა, ასევე საჰაერო მოძრაობის კონტროლის თანამშრომლების გაფიცვა.
- ნებისმიერი სხვა გარემოება რაც ავიაკომპანიის კონტროლს არ ექვემდებარება.