მგზავრის უფლებები რეისის დაგვიანების შემთხვევაში

რა შემთხვევაში გეკუთვნით კომპენსაცია რეისის დაგვიანების შემთხვევაში:

  • რეისმა დანიშნულების ადგილზე ჩასვლა უნდა დაიგვიანოს 3 საათი ან მეტი. აღსანიშნავია დანიშნულების ადგილზე ჩასვლა და არა გაფრენა.
  • რეისის დაგვიანება არ უნდა იყოს გამოწვეული განსაკუთრებული გარემოებებით, რაც ავიაკომპანიის პასუხისმგებლობის ფარგლებს ცდება.
  • მიზეზისგან დამოუკიდებლად, თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ კვების ვაუჩერი, სასმელი წყალი, სატელეფონო ზარი. თუ რეისი გადაიდო დიდი ხნით და გიწევთ ღამე დარჩეთ აეროპორტში, ამ დროს ავიაკომპანია ვალდებულია უზრუნველყოს განთავსების ადგილი, ტრანსპორტირება აეროპორტიდან განთავსების ადგილამდე და პირიქით.

ევროკავშირის EC 261/2004 რეგულაციის მიხედვით კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება საწყის და საბოლოო აეროპორტებს შორის მანძილის მიხედვით. კომპენსაციის ოდენობა არ არის დამოკიდებული თქვენს მიერ ბილეთში გადახდილ თანხაზე.

მანძილი 1500კმ-მდე- 250 ევრო

მანძილი 1500კმ-3500კმ-მდე – 400 ევრო

მანძილი 3500კმ-ს ზემოთ – 600 ევრო.

დღეს არსებული რეგულაციებიდან ყველაზე მეტად სრულყოფილი სწორედ რომ ევროკავშირის მიერ შემუშავებული EC 261/2004 რეგულაციაა.

რა შემთხვევებში ვართ დაცული ევროკავშირის რეგულაციით?

  • როდესაც თქვენ მგზავრობთ ევროკავშირის ტერიტორიიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე,
  • როდესაც თქვენ მგზავრობთ ევროკავშირის ტერიტორიიდან არაევროკავშირის ტერიტორიაზე,
  • როდესაც თქვენ მგზავრობთ არაევროკავშირის ტერიტორიიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე ევროკავშირში რეგისტრირებული ავიაკომპანიით.

უნდა აღინიშნოს, რომ თუ ეს პირობები კმაყოფილდება, თქვენ გიცავთ EC 261/2004 რეგულაცია, მიუხედავად ეროვნებისა და ბილეთში გადახდილი თანხისა.

თუმცა, კანონი ასევე იცავს ავიაკომპანიების უფლებებს. არსებობს შემთხვევები, როდესაც მგზავრს არ ეკუთვნის კომპენსაცია. თქვენ არ გეკუთვნით კომპენსაცია, თუ რეისი გადაიდო შემდეგი მიზეზების გამო:

  • ამინდი
  • აეროპორტის დაკეტვა
  • აეროპორტის თანამშრომლების გაფიცვა
  • პოლიტიკური არასტაბილურობა
  • ჩიტების გადაფრენის გამო აეროხომალდის დაზიანება (რაც საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე)
  • ნებისმიერი გაუთვალისწინებელი გარემოება, რომელიც ავიაკომპანიის პასუხისმგებლობის ფარგლებს ცდება.
admin
uhjayedc