რას ნიშნავს მგზავრობაზე უარის თქმა?

ხშირია შემთხვევები, როდესაც იმაზე მეტია ბილეთია გაყიდული ვიდრე ადგილებია. ასეთ დროს ავიაკომპანიას უწევს იპოვოს მოხალისეები, რომლებიც უარს იტყვიან მგზავრობაში თავისი ნებით. თუ მგზავრი თავისი ნებით განაცხადებს უარს მგზავრობაზე, იგი კარგავს უფლებას მოითხოვოს კომპენსაცია ავიაკომპანიისგან.

იმ შემთხვევაში, როდესაც ავიაკომპანია ვერ ახერხებს მოხალისეების მოძებნას, კომპანიას უწევს შეარჩიოს მგზავრები და უარი უთხრას მგზავრობაზე მათი ნების საწინააღმდეგოდ.

სწორედ, ამ დროს მგზავრს უფლება აქვს მოითხოვოს კომპენსაცია. კომპენსაციის ოდენობა აქაც დამოკიდებულია საწყის და საბოლოო აეროპორტებს შორის მანძილზე. მაგ;

მანძილი 1500კმ-მდე – 250 ევრო

მანძილი  1500-დან 3500კმ-მდე – 400 ევრო

მანძილი 3500კმ-ზე მეტი – 600 ევრო

რა თქმა უნდა, ჩასხდომაზე უარის თქმა არ უნდა იყოს გამოწვეული მგზავრის მიზეზით. მაგ, როგორიცაა, საჭირო დოკუმენტების არ ქონა, ან ისეთი ქცევა რომელიც ეწინააღმდეგება ავიაკომპანიის პოლიტიკას.

რა უნდა ვიცოდეთ ჩასხდომაზე უარის თქმის შემთხვევაში?

მგზავრმა უნდა მოთხოვოს ავიაკომპანიას მიზეზის განმარტება წერილობითი ფორმით. ხშირ შემთხვევაში, ავიაკომპანიები წარუდგენენ მგზავრს შესაბამის ფორმას, რომელიც უნდა შეავსოს მგზავრმა და შეინახოს. ასეთი ფორმის არ არსებობის შემთხვევაში, შეიძლება თქვენ ვეღარ მოითხოვოთ კომპენსაცია.
მგზავრის უფლება აქვს მოითხოვოს ალტერნატიული რეისი, ან ბილეთის თანხის დაბრუნება და თავად შეიძინოს სხვა რეისზე ბილეთი, რომლიც თანხაც შეგიძლიათ ავიაკომპანიას მოთხოვოთ მოგვიანებით.

ავიაკომპანიას აქვს ვალდებულება იზრუნოს რეისს მიღმა დარჩენილ მგზავრზე, შესთავაზოს მას ალტერნატიული რეისი, უზრუნველყოს განთავსების ადგილით, საკვები ვაუჩერით და ა.შ.

admin
uhjayedc