ხშირად დასმული კითხვები
- Home
- ხშირად დასმული კითხვები
ჩვენი მომხმარებლების მიერ ხშირად დასმული კითხვები
1. რამდენი მეკუთვნის კომპენსაცია და რის მიხედვით გამოიანგარიშება?
კომპენსაციის თანხა დადგენილია საწყისი და საბოლოო აეროპორტებს შორის მანძილის მიხედვით. მაგ;
1500კმ - 240 ევრო
1500კმ-3500კმ- 400 ევრო
3500კმ-ზე მეტი- 600 ევრო
მაგ; თუ თქვენ რეისია ქუთაისი-ბარსელონა, ამ შემთხვევაში თქვენ გეკუთვნით 400 ევრო კომპენსაცია.
2. რამდენი ხნის შემდეგ შემიძლია მოვითხოვო კომპენსაცია?
ყველა ქვეყანა და ავიაკომპანია სხვადასხვა ვადებს გვთავაზობს. ხანდაზმულობის ვადები განსხვავდება კანონმდებლობის მიხედვით. იგი შეიძლება იყოს ერთი წელი ან ათი წელიც კი. ამისათვის საჭიროა შეავსოთ განაცხადი ჩვენთან და შეამოწმოთ მარტივად.
3. რამდენია თქვენი მომსახურების საკომისიო?
ჩვენ ვმუშაობთ NO WIN, NO FEE პრინციპით, რაც გულისხმობს იმას, რომ საკომიოს იხდით მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ მოვიგებთ დავას ავიაკომპანიასთან და მივიღებთ კომპენსაციის თანხას. სხვა შემთხვევაში ჩვენი მომსახურება უფასოა. წარმატების შემთხვევაში ჩვენი მომსახურების საკომისიო შეადგენს ჩარიცხული თანხის 35%-ს.
4. Რა ვალუტაში მივიღებ კომპენსაციას?
რადგან ჩვენ ვართ საქართველოში რეგისტრირებული კომპანია, ქართული კანონმდებლობით თანხის გადარიცხვას ვაწარმოებთ ეროვნულ ვალუტაში, თანხის ჩარიცხვის დღეს კომპანიის მომსახურე ბანკის კურსის მიხედვით.
5. სად ჩამერიცხება კომპენსაცია?
კომპენსაციის თანხას მიიღებთ თქვენს მიერ წინასწარ მოწედებულ საბანკო ანგარიშზე.
6. შეიძლება თუ არა ჩემი ნებარვით სხვას ჩაერიცხოს ჩემი კომპენსაცია?
რა თქმა უნდა შესაძლებელია, ამისათვის დაგვჭირდება მგზავრის ოფიციალური წერილობითი თანხმობა.
7. ვის შეუძლია მოითხოვოს კომპენსაცია არასრულწლოვანზე?
ამ შემთხვევაში კომპენსაციის მოთხოვნის უფლება აქვს მშობელს, დამატებით დაგვჭირდება როგორც მგზავრის, ასევე მშობლის პირადობის მოწმობა ან პასპორტი და მშობლის ხელმოწერა. კომპენსაციის თანხაც ირიცხება მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერზე.
8. თუ ოჯახის წევრები ერთად ვმგზავრობდით, საჭიროა თუ არა ყველამ შეავსოს ფორმა ცალცალკე?
დიახ, რადგან თითოეული მგზავრის ხელმოწერაა საჭირო. ასევე, განაცხადი ივსება და იგზავნება ყველა მგზავრზე ინდივიდუალურად.
9. რა დროა საჭირო კომპენსაციის მისაღებად?
თქვენგან ყველა საჭირო დოკუმენტის და ინფორმაციის მიღების შემდეგ ჩვენ უმოკლედ ვადაში ვაგზავნით განაცხადს ავიაკომპანიასთან. მათგან პასუხის მიღებას საშუალოდ სჭირდება 30 სამუშაო დღე, მაგრამ შესაძლოა უფრო სწრაფადაც მივიღოთ რეაგირება. ეს პროცესი უკვე ავიაკომპანიაზეა დამოკიდებული.
10. რის საფუძველზე მეკუთვნის კომპენსაცია?
კომპენსაცია არ არის ავიაკომპანიების კეთილი ნება, მისი მიღების უფლება განისაზღვრება კანონმდებლობით. დღეს არსებული კანონებიდან ყველაზე ფართოდგამოყენებადი არის ევროკავშირის რეგულაცია EC 261. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კანონმდებლობა იცავს როგორც მგზავრის უფლებებს, ასევე ავიაკომპანიებს.